მოქალაქეების ნაწილმა დაუბეგრავი მინიმუმი უკვე მიიღო

0

დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა დაიწყო. მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი ექვსი ათას ლარს არ აღემატება, პირველი აპრილიდან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე WWW.RS.GE განთავსებულ სპეციალურ დეკლარაციას ავსებენ პირადი ნომრითა და საბანკო რეკვიზიტების მითითებით. დაინტერესებულ პირს, დასაბრუნებელი თანხის შესახებ ინფორმაცია SMS სახით იქვე მოსდის,  შემდეგ კი თანხა საკუთარ ანგარიშზე ერიცხება. Bolnisi.ge გაესაუბრა იმ მოქალაქეების ნაწილს, ვინც დაუბეგრავი მინიმუმი უკვე მიიღო.

ელენე დევნოზაშვილი:

_ პედაგოგის შემოსავალი მცირეა. ჩემი წლიური შემოსავალი ექვსი ათას ლარს არ აღემატება, ნამდვილად გახარებული ვარ, მივესალმები მთავრობის ამ სიახლეს,_   პირველ აპრილს შევავსე დეკლარაცია, მომივიდა თანხმობა, ვიცოდი რომ  ათი დღის ვადაში დამიბრუნდებოდა უკან დაუბეგრავი მინიმუმი. დღეს შემთხვევით ვნახე ჩემი სახელფასო ბარათი, თანხა უკვე დარიცხული მაქვს. ძალიან  გამიხარდა.

ნანული მანაგაძე:

_  იმედიანად ვიყავი განწყობილი, მჯეროდა რომ ეს სიახლე აუცილებლად გახორციელდებოდა. გუშინ შევავსე დეკლარაცია და დღეს დამერიცხა თანხა. ასე ოპერატიულად ნამდვილად არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ვიხდი საშემოსავლოს,  მსგავსი რამ არასოდეს  მომხდარა. ძალიან კარგი ინიციატივაა. მადლობელი ვარ და იმედი მაქვს სხვა მრავალი სასიკეთო სიახლეებით გაგვახარებს მთავრობა.

ლილი უგრეხელიძე:

_დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების ინიციატივა ძალიან მომწონს. გუშინ შევავსე დეკლარაცია და დღეს  თანხა  უკვე დამერიცხა ანგარიშზე. მადლობა მთავრობას ამ პროგრამის განხორციელებისთვის.


Share.

Comments are closed.