მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაცნობებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში, ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისა და მის მახლობლად პირუტყვის ძოვების წესის დარღვევის გამო, გახშირდა მატარებლის პირუტყვთან შეჯახების ფაქტები.

დღეისათვის ეს საკითხი განსაკუთრებულად პრობლემატური გახდა, რადგანაც მთელ რიგ გადასარბენებზე მატარებლები მოძრაობენ მაღალი სიჩქარით.

რკინიგზის გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურეობის ინსტრუქციის თანახმად შემოუღობავი რკინიგზის მიწის ვაკისიდან 300 მ-ზე, ნებადართულია მხოლოდ დაბმული საქონლის ძოვება და გადარეკვა, ხოლო 2000 მ-მდე დაშორებით რკინიგზის ლიანდაგიდან, პირუტყვი უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობის ქვეშ.

აღნიშნული წესების დარღვევა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 თავის 106-ე მუხლით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული წესების დაცვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული უბედური შემთხვევები და მოხდეს მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობა.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური

Share.

Comments are closed.