მინი ფეხბურთის ტურნირი ბოლნისის ცენტრის გამარჯვებით დასრულდა

0

976508_234178640116699_6153729705873176236_oტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა. ბრძოლა ბოლნისის რაონის პირველობისთვის დღეს ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის მინი სტადიონზე შედგა. ფინალში ერთმანეთს ბოლნისის ცენტრის და სოფელ რატევნის გუნდები დაუპირისპირდნენ, თამაში დაძაბულად  და საინტერესოდ წარიმართა, მოყვარული ფეხბურთელები გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავდნენ. საბოლოოდ გამარჯვება ბოლნისის ცენტრმა მოიპოვა ანგარიშით 8:4. მეორე ადგილი რატევნის გუნდს ხვდა წილად. მესამე და მეოთხე ადგილებისთვის ერთმანეთს  ქალაქ ბოლნისის ფალიაშვილის უბანი და დაბა თამარისის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფალიაშვილის ქუჩის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. თამაშს თვალყურს გულშემატკივართან ერთად სპორტ-სკოლის ხდელმძღვანელობა და გამგებლის მოადგილეები ადევნებდნენ. გამარჯვებულ გუნდს თასი და ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს 300 და 200 ლარი. გამოვლინდნენ საუკეთესო ბომბარდირები: ლევან უგულავა, ჯონი ჯაგიდისი და გოგტია ნემსიწვერიძე, რომლებსაც  ფასიანი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ტურნირი სპორტსკოლის ინციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის მიზანი იყო ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში.

,,ძალიან ლამაზად და საინტერესოდ ჩატარდა ჩემპიონატი. ტურნირს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მინდა მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით, ასეთი ჩემპიონატები ხშირად ჩატარდება. ახალგაზრდებმა ჯანსაღი  ცხოვრების წესით  უნდა იცხოვრონ“ – აღნიშნა სპორტსკოლის დირექტორმა ავთანდილ ბჟალავამ.

ჯონი ჯაგიდისი, გამარჯვებული გუნდის კაპიტანი: ძალიან კარგი ტურნირია, ხშირად უნდა ჩატარდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, ახალგაზრდების  დიდი დაინტერესება მოჰყვა. ოთხი  თამაში წარმატებით ვითამაშეთ, ფინალში რატევნის გუნდს შევხვდით და 8:4 გავიმარჯვეთ.

შეგახსენებთ,  ტურნირი 3 მარტს დაიწყო, ,,ბოლნისის რაიონის პირველობაზე“ 15 გუნდი იბრძოდა,  მონაწილეობას ორგანიზაციების, სოფლებისა და ქალაქ  ბოლნისის უბნების გუნდები იღებდნენ. 

1911026_234182926782937_716964287620584766_o

1396787_234181706783059_206887221078285105_o

10257594_234181530116410_5629466263765716855_o

1836787_234178743450022_99248899283139535_o 903948_234178243450072_6035311956982637002_o


Share.

Comments are closed.