„მეოთხე ადგილი ფინალით უნდა დავაგვირგვინოთ” – „ყოჩებმა” „ლოკომოტივს” 18:16 მოუგეს

0

ბოლნისის „ყოჩებმა” თბილისის „ლოკომოტივი” მძიმე ბრძოლაში 18:16 დაამარცხეს და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„მძიმე თამაში იყო, ეს თამაში წყვიტავდა ჩვენს პლეი-ოფში გასვლას, წერტილი დაესვა დღეს. იყო იმის საშუალებაც, რომ მოგვეგო პრემიალური ქულით, მაგრამ ლოკომოტივი სერიოზული გუნდია, ჩემპიონობისთვს იბრძვის და რთული იყო  პრემიალური ქულით მოგება, მიუხედავად ამისა მოვიგეთ. 4 ქულა ჩაგვეწერა აქტივში და გავედით მეოთხე ადგილზე. აქედან გამომდინარე ქუთაისის „აიას” მივიღებთ ჩვენთან,  პლეი-ოფი გაიმართება 3 ან 4 მაისს.  „აია”-სთან თამაშით გადაწყდება ნახევარფინალში გასვლა არ გასვლის საკითხი, თუ მოვიგეთ გავალთ და ვაგრძელებთ ფინალისკენ სვალს, თუ არა და ღმერთმა არ ქნას დავრჩებით მეოთხე ადგილზე, რეგულარულ ჩემპიონატს დავასრულებთ მაგ შედეგით, მაგრამ ყველას განწყობა ისეთია, რომ ეს მეოთხე ადგილი ფინალით უნდა დავაგვირგვინოთ, უმაღლეს შედეგს უნდა მივაღწიოთ.” – განაცხადა კლუბ „ბოლნისის ყოჩების” ხელმძღვანელმა თემურ გაფრინდაშვილმა.

Share.

Comments are closed.