მარინე მიზანდარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯონი ხეცურიანს შეხვდა

0

მიზანდარი2ევროკავშირის პროექტის კონსულტანტი მარინე მიზანდარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯონი ხეცურიანს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო იმ პროგრამის გაცნობა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან სასაზღვრო რეგიონებში ხორციელდება. პროგრამაში  უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია,  სომხეთი, აზერბაიჯანი და  საქართველოს სამი რეგიონია ჩართული, კერძოდ ქვ.ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი. სწორედ ეს ინფორმაცია გააცნეს საკრებულოს თავმჯდომარეს. პროგრამა ინიცირებულია ევროკავშირის მიერ, რომელიც ითვალისწინებს საზღვრისპირა რეგიონების დაახლოებას და ერთობლივად საერთო პრობლემის დაძლევას. პროექტის წარდგენამდე უნდა მოხდეს საკითხის მოძიება მეზობელ ქვეყნებში და მასზე მუშაობა, ხოლო საპროექტო წინადადებებზე კონკურსი ზაფხულში გამოცხადდება, პროექტი  სამწლიანია და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 20 ათასი ევროდან 250 ათას ევრომდე.

„პროგრამის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია საკრებულოს  თავმჯდომარეს. რეგიონებს ბევრი საერთო პრობლემა აწუხებთ, ამიტომ საზღვრისპირა ქვეყნების დამეგობრებით, შესაძლებელია პრობლემების დაძლევა. საქმიანი ურთიერთობების დამყარება ამ ეტაპზე სამი მიმართულებით არის შესაძლებელი. ესენია: მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ერთიანი გამოწვევების დაძლევა და ადამიანებს შორის უშუალო თანამშრომლობის განხორციელება.  პროექტის წარმდგენელი შეიძლება იყოს როგორც თვითმმართველობის ორგანო, ისე სამოქალაქო სექტორში მომუშავე ორგანიზაციები თუ ნებისმიერი საჯარო სამსახური“. _ აღნიშნა პროგრამის კონსულტანტმა მარინე მიზანდარმა.


Share.

Comments are closed.