კომპანია RMG GOLD-მა თომას შტოლნერს საყდრისთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა

0

კომპანია RMG GOLD-მა ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ თომას შტოლნერს საყდრისთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ჩვენ საყდრისის საბადოს რესურსების შეუფერხებლად ათვისების სრული კანონიერი უფლება გაგვაჩნია, საზოგადოების მომეტებული ინტერესის გათვალისწინებით დავთანხმდით, პირობას, რომ ყაჩაღიანის უბნის ათვისება მოხდეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დეტალური მონიტორინგის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები.”- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს კომპანიის კომერციული დირექტორი სოლომონ ცაბაძე აწერს. კომპანია RMG GOLD -ი შტორნერს აღნიშნულ მონიტორინგში მონაწილეობის მიღებას სთხოვენ.

წერილის სრული ვერსია:   http://linkz.ge/file/431229/22-04-2014-letter-to-shtolner.pdf.html

Share.

Comments are closed.