კლინიკა „ენმედიცმა” უფასო გამოკვლევები ჩაატარა

0

882318_234696356731594_6778032676673145844_o

დღეს ბოლნისის ხანდაზმულთა დღის ცენტრში აქცია გაიმართა.  უფასო სამედიცინო მომსახურეობა კლინიკა „ენმედიცის” ექიმებმა ბოლნისის მოსახლეობას ჩაუტარეს. საქველმოქმედო აქციის მიზანი დაავადებათა ადრეულ ასაკში გამოვლენა და დროული მკურნალობაა. პაციენტები, რომლებიც ფინანსური სიდუხჭირის გამო ხშირად ვერ მიმართავენ ექიმს საშუალება ჰქონდათ მთელი დღის მანძილზე უფასო კონსულტაციები მიეღოთ და გამოკვლევები ჩაეტარებინათ.

,,ჩვენი კლინიკა ერთი წელია ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ახორციელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს, რამდენჯერმე ვიყავით მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონში, დღეს ჩამოვედით ბოლნისში, დიდი რაოდენობა მოდის პაციენტების, მადლობა ბოლნისის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც დაგვეხმარა მოსახლეობის მობილიზაციაში და ინფორმირებაში. ჩამოსულები არიან კლინიკის  მაღალკვალიფციური ექიმები: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, ნერვოპათოლოგი, გინეკოლოგი, ანგიოლოგი, დერმატოლოგი, ოტოროლარინგოლოგი. პაციენტებს ჩაუტარდათ ინსტრუმენტალურ -ლაბორატორიული გამოკვლევები. გვქონდა ჩამოტანილი მედიკამენტები და გლუკომეტრის ჩხირები, რომელიც უფასოდ გადავეცით მოსახლეობას’’-  აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში კლინიკა „ენმედიცის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნანა მახარაძემ.

10256746_234696873398209_2565591827595177897_o

10258411_234697050064858_5618332671438768286_o


Share.

Comments are closed.