ინტელექტუალური კონკურსი – „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

0

ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას4

ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ კონკურსს „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ გიმნაზიისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლები. ვიქტორინაზე ძველი და ახალი აღთქმიდან ორ რაუნდში შვიდ-შვიდი კითხვა დაისვა, ხოლო საბოლოო ტური გუნდის კაპიტნებს შორის ბლიც შეკითხვებით დასრულდა. ერთი ქულით გამარჯვებული „ბოლნელი“ გახდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გადავიდა „ლილეოც“.ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით უკვე მეხუთე წელია ტარდება და სრულიად საქართველო მოიცვა.

მონაწილე გუნდებს ქართული ხალხური სიმღერითა და საგალობლებით ამხნევებდნენ სასულიერო გიმნაზიისა და ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

„სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით სწავლობენ ბიბლიას. თავდაპირველად სკოლებში შიდა კონკურსი ჩატარდა, სადაც ორი ასაკობრივი გუნდი შეირჩა. კონკურსის ფინალში ერთმანეთს 7 სკოლა შეხვდება,  გამარჯვებული გუნდი იერუსალიმში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი მოილოცავენ ტაო-კლარჯეთს. მინდა ბოლნისიდან უფრო მეტი სკოლა ჩაერთოს,კონკურში“.– აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ფარეშიშვილმა.

მამა ილია (ჭიღლაძე) – წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის მოძღვარი:

–კონკურსის მიზანია მოზარდ თაობებში წმინდა წიგნის სიყვარული, შესწავლა და ცოდნის ამაღლება. სწორედ ეს კონკურსი ხელს უწყობს ამ პროცესს. ვიქტორინით ბავშვები ავლენენ ცოდნას და შემდგომში ეს ფორმატი ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვებმა მეტი წაიკითხონ, ისწავლონ თუ რას მოგვითხრობს ღვთის სიტყვა. გაიმარჯვა ჩვენმა სკოლამ, რითაც ძალიან გახარებულები ვართ და გვწამს, რომ კიდევ მეტ წარმატებებს მიაღწევენ მოსწავლეები.

ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას 1 ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას2 ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას3

Share.

Comments are closed.