,,ინტელექტის დღე 2014“- ბოლნისში

0

10288556_487839268012360_655397350_oდღეს ბოლნისის სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში  ,,რა? სად? როდის?“ ჩატარდა.  რომელშიც  ბოლნისის  №1, №5, დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლები, კერძო სკოლა ,,დავითიანი“ და  წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია მონაწილეობდა. თამაში საათ ნახევარი გაგრძელდა, ამ დროის მანძილზე მოსწავლეებმა 24 კითხვას უპასუხეს.  24 კითხვიდან   9  სწორი პასუხით პირველი ადგილი კერძო  სკოლა დავითიანმა მოიპოვა, რომელიც  24 მაისს გამართულ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.  მეორე ადგილი  7-7 ქულით ბოლნისის №1-მა  საჯარო სკოლამ და სასულიერო გიმნაზიამ  დაიკავეს.

პროექტი სახელწოდებით  ,,ინტელექტის დღე“  საქართველოს  ინტელექტუალურ კლუბ ,,რა? სად? როდის?“ ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით  ხორციელდება,  სწორედ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ინტელექტუალური თამაშების სასკოლო ჩემბიონატები ეწყობა.

,,დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ,,ინტელექტის დღის“ ფარგლებში ტარდება ინტელექტუალური თამაში ,,რა?  სად? როდის?“ რომელშიც  1000-ზე მეტი სკოლა  და 10000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.  თამაშის მომდევნო შეხვედრა ანუ ფინალი გამარჯვებულ გუნდებს შორის ჩატარდება  24 მაისს ქალაქ თბილისში.  ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.  შესაბამისად  გამოცდილებას რომელსაც მიიღებენ  მონაწილე ბავშვები აუცილებლად გამოადგებათ მომავალში. ეს  პროექტი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის რომ  მოსწავლეებმა აიმაღლონ ცოდნა, იცოდნენ მათ თუ როგორია ამ თამაშის  სტრუქტურა, შემდეგ თუ მოინდომებენ მათ შეუძლიათ თამაში გააგრძელონ  უკვე ზრდასრულთა კლუბში.“ –  განაცხადა  ,,რა? სად? როდის?“ კლუბის წარმომადგენელმა თორნიკე ჯანღველაძემ.

10271133_487837131345907_687509810_o 10272394_487840008012286_1721329789_o 10273063_487838014679152_1086973946_o 10287769_487839518012335_1850990710_o 10288119_487838421345778_932862967_o

Share.

Comments are closed.