თოჯინების თეატრმა პრემიერა წარმოადგინა

0

თოჯინების თეატრ2კულტურის სახლის სცენაზე თოჯინების თეატრმა პრემიერა წარმოადგინა. „ჟირაფების გადარჩენა“, ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც დღეს ჩატარდა. ჩვენება 12 საათზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის გაიმართა. თოჯინების თეატრი პრემიერისთვის სამი თვე ემზადებოდა. მათ საკუთარი ძალებით შეკერეს თოჯინები, გააკეთეს დეკორაცია. „ჟირაფების გადარჩენა“ ლეგენდის მიხედვით დაიდგა, თუმცა ხელმძღვანელის მიერ  წარმოდგენაში სხვადასხვა გმირების დამატება მოხდა.

„თოჯინების თეატრის დადგმა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ერთი თოჯინის შეკერვა 500 ლარამდე ჯდება, დიდი შრომის შედეგია, მთელი კონსტრუქცია უნდა იყოს აწყობილი, არ მიმაჩნია სწორად, როცა სოციალურად ასეთი მძიმე ფონია, თოჯინის შესაძენად ამხელა თანხების მოთხოვნა. ამიტომ,  თანამშრომლებმა, თუ რაიმე გვქონდა სახლში მოვიტანეთ, გადავაკეთეთ და შევქმენით თოჯინები. მინდა გითხრათ, რომ ამ სპექტაკლზე ერთი თეთრიც არ დახარჯულა, სრულიად უსასყიდლოდ დავდგით პრემიერა. საქართველოში სოციალური ფონი რომ გამოსწორდება,  მერე შევიძენთ ძვირიან თოჯინებს. „ჟირაფების გადარჩენა“, ასე დავარქვი სპექტაკლს, გავაერთიანე რამდენიმე ზღაპარი, დეკორაციაც ჩვენი ფანტაზიით შევქმენით. სპექტაკლი ექვსჯერ იქნება ნაჩვენები, სკოლის მოსწავლეებისთვის 12 საათზე, ხოლო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საღამოს 6 საათზე. მინდა ყველა პატარამ ნახოს სპექტაკლი. წარმოდგენა შემეცნებით ხასიათსაც ატარებს“. _აღნიშნა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.


Share.

Comments are closed.