„ზნეობრივი გმირის უკვდავება“

0

ბიბლიოტეკა 3 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკამ პატარა მკითხველებთან ერთად გამართა კონფერენცია თემაზე „ზნეობრივი გმირის უკვდავება“. მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: იზი არზუმანიდუმ, ნათია ჭყონიძემ, ლანა მანაგაძემ, თაკო ჭალიძემ, მარიამ არსენიძემ, თეონა პაპიაშვილმა და ანი გაბიძაშვილმა შთამბეჭდავად გადმოგვცეს ფაქტები საქართველოს ისტორიიდან, რომლებიც გმირობისა და ზნეობის უკვდავ მაგალითებს გადმოგვცემს. თემის დასასრულს გაიმართა პოლემიკა და მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს, თუ რა მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის ისეთი სამაგალითო ადამიანების ცხოვრება, როგორებიც იყვნენ, ილია, ვაჟა, აკაკი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვა უნიჭიერესი და სათაყვანო ქართველები.

„კონფერენცია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ბავშვებმა ლამაზად წარმოაჩინეს თემა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. მადლობა თითოეულ მოსულ სტუმარს და პატარა მკითხველებს, რომ არ იზარებენ და ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან“. _აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერმა თამარ მღვდელაძემ.


Share.

Comments are closed.