ზედიზედ მეხუთე მოგება – „სიონმა” „ზესტაფონს” 2:1 სძლია

0

„„სიონი” ლიდერების რისხვა”, „„სიონი” – ხუთიდან ხუთი მოგება”, – სპორტული მედია ბოლნისის „სიონის” დღევანდელ თამაშზე ვრცლად წერს.  

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის შეხვედრა გამართა დღეს ბოლნისის „სიონმა” ზესტაფონის „ზესტაფონთან”. ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა ზესტაფონელებს 2:1 სძლიეს და იმერულ კლუბთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანეს. შეხვედრის ფავორიტი 37 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილი გახდა, გამოცდილმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და გუნდს წარმატება მოუტანა.

 

Share.

Comments are closed.