ვინ გაასუფთავებს გაჭედილ სანიაღვრეებს

0

სანიაღვრ 1გერმანულ უბანში მდებარე სანიაღვრეები ნაგვითაა გავსებული და ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად, მისი გაუწმენდაობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.  მდგომარეობით შეწუხებულმა მოსახლეობამ bolnisi.ge-ს მიმართა და სთხოვა გაერკვია,  ვის ევალება სანიაღვრეების გაწმენდა.

„გერმანულ უბანში მდებარე სანიაღვრეების გასუფთავება,  კვარტალში ერთხელ, ევალება კომუნალურ სამსახურს, რომლის გაწმენდასაც მალე დაიწყებენ და პრობლემა აღარ ექნება მოსახლეობას“. _ აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კორძაძემ.

Share.

Comments are closed.