,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის” სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა

0

,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის” სახელმწიფო პროგრამას ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი დაემატა. ცვლილების მიზანია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებული პერინატალური სიკვდილიანობის, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება.
პროგრამის ახალი კომპონენტი ითვალისწინებს, ანტენატალურ პერიოდში ორსულ ქალთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ ფოლიუმის მჟავითა და რკინის შემცველი პრეპარატებით უზრუნველყოფა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

Share.

Comments are closed.