დედაენის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში კვირეული მოეწყო

0

5 სკოლა 1№5 საჯარო სკოლაში ბავშვებმა  გააკეთეს კედლის გაზეთები და გამართეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ქართული ენის სიწმინდისა და სიძველის ისტორია. პატარებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს და ტაში და ოვაციები დაიმსახურეს.

„დედაენის დღეს მივუძღვენით  კვირეული, რაშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები. გააკეთეს კედლის გაზეთები, რომელიც საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. გამართეს ლამაზი ღონისძიება, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რომ ასე ლამაზად გააკეთეს ყველაფერი და მივულოცო დედაენის დღე“. _ აღნიშნა bolnisi.ge-თან №5 საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა შეყილაძემ.

5 სკოლა2

Share.

Comments are closed.