დამტკიცდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის ახალი პროგრამა

0

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ხანდაზმულთათვის სხვადასხვა ტიპის სოციალური მომსახურებების განხორციელების გზით, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. 
პროგრამა შედგება 13 ქვეპროგრამისგან და ითვალისწინებს: მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას; ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობას;
ბავშვთა რეაბილიტაციას; ომის ვეტერანთა რეაბილიტაციას; დღის ცენტრების მომსახურებას; დღის ცენტრების მომსახურებას, შშმ პირთა სხვადასხვა სახის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას; ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობას; დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფას; მინდობით აღზრდის მომსახურების დაფინანსებას; ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებას; სათემო ორგანიზაციების მომსახურებას; მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფას;
პროგრამას წელს ემატება ახალი კომპონენტი: ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა”, რომლის საშუალებითაც გადაუდებელ შემთხვევებში, სიღატაკეში მყოფ ბავშვიან ოჯახებს მიეცემათ პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

Share.

Comments are closed.