დაიწყო ორ დღიანი ტურნირი ,,სამბო’’-ში

0

10310026_238568559677707_1040890974_oდღეს მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა ორ დღიანი ტურნირი ,,სამბო’’-ში, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს ქ.თბილიში და 1990 წელს 20 იანვარს ქ.ბაქოში სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. საერთაშორისო ტურნირი მეთვრამეტედ ტარდება და მასში მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონის და აზერბაიჯანის გუნდები. ჩემპიონატი ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელმძღვანელის ორგანიზებით ტარდება. მონაწილეობას ორი წონითი კატეგორიის სპორტცმენები იღებენ. ტურნირი ხვალ დასრულდება, გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცემათ, ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სამბისტები ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

10316937_238568836344346_2027259464_o

Share.

Comments are closed.