ბოლნისში გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“ იწყება

0

12 აპრილიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“ იწყება. დაირგვება როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ნერგები. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში შექმნილმა მობილურმა ჯგუფმა უკვე შეისწავლა და შეარჩია ფართობი და ნიადაგი, სადაც უნდა დაირგას ხეები. ხვალ, დილის 9 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შეიკრიბებიან ბოლნისელები, რათა ერთად დარგონ და „გაამწვანონ მომავალი“.

Share.

Comments are closed.