ბოლნისის 14 მაჟორიტარულ ოლქში 15 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა

0

ნიკა კაპანაძე№23 ბოლნისის საოლქო-საარჩევნო ოლქში 15 საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რა უფლებები აქვთ საინიციატივო ჯგუფებს, რამდენი კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ და რა განსხვავებაა საინიციატივო ჯგუფისა და პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, გვესაუბრება №23 ბოლნისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კაპანაძე:

–         საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს საარჩევნო უფლება, შეუძლია ჩამოაყალიბოს ხუთ კაციანი  საინიციატივო ჯგუფი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს   უფლებააქვს ოლქში დაარეგისტრიროს თავისი კანდიდატი და ამ კანდიდატმა კენჭი იყაროს საკრებულოს წევრობისთვის. ამისთვის უნდა მოემართათ 2014 წლის 29 აპრილამდე და წარმოედგინათ საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების შესახებ განცხადება. საბოლოო მონაცემებით ბოლნისის 14 მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ უკვე გვყავს დარეგისტრირებული 15 საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფს, რომელიც დარეგისტრირდა  ჩვენთან, ეძლევა  უფლება მოაგროვის ხელმოწერები თავისი კანდიდატის სასარგებლოდ. ხელმოწერების მიღების ვადა ჯერ არ ამოწურულა. შემდგომ კომისია შეამოწმებს,  იმსჯელებს რამდენად სწორად არის გაკეთებული და თუ ყველაფერი წესრიგშია, კანდიდატს დავარეგისტრირებთ  საკრებულოს წევრობის კანდიდატად.

–        რამდენი ხელმოწერაა საჭირო?

–        ცესკოს დადგენილებით საჭიროა ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 50 ხელმოწერისა. მაგალითად კაზრეთში 56, ქვ. ბოლნისში 59, ტალავერში 69, ნახიდურში 70,  ქალაქ ბოლნისში 89.

–        რა განსხვავებაა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კანდიდატსა და პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს შორის?

–         საინიციატივო ჯგუფი მხოლოდ ერთ მაჟორიტარს წარმოადგენს, ხოლო პარტიას შეუძლია წარმოადგინოს პარტიის სახელით 14 მაჟორიტარულ ოლქში ერთი მაჟორიტარი კანდიდატი და პლუს პროპორციული სია, რომელიც 15-დან 43 კაცამდე უნდა იყოს. ეს  პარტიები რეგისტრირდებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მათი ვადა გადაწეულია 15 მაისამდე, ამ დროისათვის უკვე გვეცოდინება გარდა  საინიციატივო ჯგუფებისა, პარტიებს ვინ ეყოლებათ რეგისტრირებული მაჟორიტარ კანდიდატებად ამ და დანარჩენ ოლქებში.


Share.

Comments are closed.