ბოლნისის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მზად არის

0

Stadioni-page-001ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი მზად არის.

შეგახსენებთ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

დღეის მდგომარეობით სტადიონი ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, რის გამოც საფეხბურთო კლუბ „სიონს“ მთელი სეზონი დაქირავებულ მოედანზე უწევს წვრთნა და თამაში.

შეგახსენებთ, პროექტის დასაფინანსებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას მიმართა. საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა იანვრის თვეში დააკმაყოფილა, რის შედეგადაც ბოლნისის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისთვის ფონდიდან  1  164552 ლარი გამოიყო.

Stadioni-page-003

Stadioni-page-002

შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონს ბოლოს მცირე სარემონტო სამუშაოები 2006 წელს ჩაუტარდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე:

_ მოგეხსენებათ, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბოლნისის  მუნიციპალიტეტს გამოუყო მილიონ ნახევარი ლარი. გამომდინარე აქედან, გამოცხადდა ტენდერი  სოფელ ბალიჭის, დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღების და ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე. იცით, რომ ტენდერები უკვე დასრულებულია,  გამარჯვებულებიც გამოვლენილია და წარმოდგენილ იქნა პროექტები, რომლებიც უკვე გაივლიან სათანადო ექსპერტიზას. სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 1  164552 ლარს, რაც მოიცავს მინდვრის ახალი საფარის, დრენაჟის და სარწყავი სისტემის მოწყობას. აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება ფიფას მიერ გათვალისწინებული სტანდარტებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლნისელებისთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ვიცით მათი დამოკიდებულება სპორტის ამ სახეობისადმი, ისინი აფასებენ  და გულშემატკივრობენ ბოლნისის „სიონს“, ფაქტიურად ეს გუნდი უმაღლესი ლიგის ქვემოთ არ ჩამოსულა და მისი მრავალრიცხოვანი მაყურებელი სამართლიანად ითხოვს, რომ თამაშები ჩატარდეს საკუთარ სტადიონზე, აკმაყოფილებდეს საერთაშორისო მოთხოვნებს და შეძლონ კომფორტულ გარემოში უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, აღნიშნულ პროექტს სხვა დადებითი მხარეებიც აქვს, კერძოდ ის, რომ საკმაოდ ძვირია   სტადიონის დაქირავება და ფეხბურთელების გადაადგილების ხარჯები. რემონტის შემდეგ ეს ხარჯები გამოთავისუფლდება და უფრო მეტიც, აქ ჩამოსული ფეხბურთელები დაბინავდებიან ჩვენს სასტუმროებში,  რაც დამატებით შემოსავლებს გააჩენს ჩვენს ბიუჯეტში.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ,  რემონტი ჩაუტარდება ასევე ორ საბავშვო ბაღს. კაზრეთის საბავშვო ბაღის ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრა 389780 ლარით,  ხოლო სოფ ბალიჭის ბაღის  ხარჯთაღრიცხვამ კი 118963 ლარი შეადგინა.

ვფიქრობთ რომ აღნიშნულ პროექტებს დაჩქარებულ ექსპერტიზაზე გავაგზავნით, როგორც კი საჭირო პროცედურები დასრულდება, სამუშაოები დაიწყება. ჩვენი ვარაუდით ეს მოხდება მაისის დასაწყისში.

 

Share.

Comments are closed.