ბოლნისის „სიონი“ ახალ სტადიონზე აგვისტოს ბოლოს ითამაშებს

0

Stadioni-page-00110 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებთან ერთად, დამტკიცდა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის  მილიონ შვიდასი ათასი ლარი, სტადიონის რეკონსტრუქციისა და ბაღების რეაბილიტაციისათვის.

„დამტკიცებული თანხიდან მილიონ ასსამოცდაოთხი ათასი ლარი მოხმარდება სტადიონის რეაბილიტაციას, მოხდება ტრიბუნების ნაწილობრივი დემონტაჟი, შეიცვლება მინდვრის საფარი თანამედროვე სადრენაჟო სისტემით და ბალახით. ეს არის პროექტის ნაწილი, ხოლო სრული პროექტი,  მზად გვაქვს ექსპერტიზაზე და პარალელურად უეფაში გასაგზავნად, რათა კატეგორია მიენიჭოს. სავარაუდოდ, ბოლნისს მალე მეორე ხარისხის სტადიონი ექნება, რაც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ როგორც ოლიმპიური ნაკრების,  ისე ევროპისა და მსოფლიო შესარჩევი თამაშები. ტენდერი მაისის შუა რიცხვებიდან გამოცხადდება და სამუშაოები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება, აგვისტოს ბოლოს კი გუნდი ახალ სტადიონზე ითამაშებს“. _ განაცხადა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კორძაძემ.

Share.

Comments are closed.