ბოლნისის სამუსიკო სკოლას ზაურ ხუჯაძის სახელი მიენიჭა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბოლნისის სამუსიკო სკოლას ამავე სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი ხელმძღვანელის ზაურ ხუჯაძის სახელი მიენიჭა.

„ზაურ ხუჯაძე გამოჩენილი ბოლნისელი, დიდებული ლოტბარი და საამაყო პიროვნება იყო. დიდია მისი ღვაწლი სამუსიკო სკოლის ისტორიაში, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ღირსეული გადაწყვეტილება მივიღეთ. ბატონი ზაური იმსახურებს რომ მის სახელს ატარებდეს ბოლნისის სამუსიკო სკოლა“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი ადამიანი ზაურ ხუჯაძე მიმდინარე წლის 19 მარტს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელი,  კულტურის დამსახურებული მუშაკი და მასწავლებელი გახლდათ.

Share.

Comments are closed.