ბოლნისის სამუსიკო სკოლას ზაურ ხუჯაძის სახელი მიენიჭება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ბოლნისის სამუსიკო სკოლას ამავე სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პირველი ხელმძღვანელის ზაურ ხუჯაძის სახელი მიენიჭება. ამ ფაქტის აღნიშვნა ოფიციალურ ვითარებაში იგეგმება. სკოლის შენობის  კედელზე განთავსდება დაფა წარწერით: ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“.

„ზაურ ხუჯაძე გამოჩენილი ბოლნისელი, დიდებული ლოტბარი და ადამიანი იყო, დიდია მისი ღვაწლი ბოლნისის სამუსიკო სკოლის ისტორიაში. ამიტომ მივესალმები ამ ფაქტს და მიმაჩნია, რომ ბატონი ზაური ნამდვილად იმსახურებს მის სახელს ატარებდეს ბოლნისის სამუსიკო სკოლა“._ აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა.

ზაურ ხუჯაძე მიმდინარე წლის 19 მარტს 75 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.


Share.

Comments are closed.