ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამწვანების აქციას შეუერთდა

0

Picture 04612 აპრილიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში პრემიერ მინისტრის ინიციატივით გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“ დაიწყო.  მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ გამწვანების აქციაში მონაწილეობის მისაღებად  ბოლნისელები  დილის ათი საათიდან შეიკრიბნენ,  ზედამხედველობის სამსახურში შექმნილი მობილური ჯგუფის მიერ წინასწარ შერჩეულ და შესწავლილ ფართობებზე დაირგო როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ნერგები. აქციაში მონაწილეობა მიიღო  მუნიციპალიეტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ობოლაძემ და მოადგილე დავით ასპანიძემ.

„დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა აქციას,რაც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, ეს არ იქნება ერთჯერადი, განხორციელდება ეტაპობრივად, რათა გავამწვანოთ ბოლნისი. ჩვენი მომავალი თაობებისათვის ეს საკმაოდ პოზიტიური და სწორად გაკეთებული საქმეა. დაწყებულია მავთულხლართით შემოღობვა, რათა არ დააზიანოს მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმა. ასევე ამ ადგილებში მიმაგრებული იქნებიან ადამიანები, რომლებიც მორწყავენ და მიხედავენ აქაურობას. 3500 ნერგი გადანაწილდა ტერიტორიული ორგანოების მიხედვით და ძირითადად შემოღობილი ტერიტორიები შეირჩა.“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

Picture 080

Picture 016

Picture 064


Share.

Comments are closed.