ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კიდევ ერთი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

0

ბოლნისის წითელი ჯვრის ხანდაზმულთა დღის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კიდევ ერთი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცი” 2014 წლის 12 აპრილს მორიგი საქველმოქმედო აქციის ჩატარებას გეგმავს ბოლნისში.
კლინიკა ,,ენმედიცი” დაახლოებით ერთი წელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ახორციელებს მოსახლეობის პროფილაქტიკურ გასინჯვებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის , მათ შორის ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ანგიოლოგის მონაწილეობით. გასინვისას განხორციელდება ასევე
კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.
პაციენტების მიღება 11 საათიდან დაიწყება.


Share.

Comments are closed.