ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა

0

საკრებულოსხდომას 22 დეპუტატიდან 16 ესწრებოდა და განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული სამი საკითხი. საკრებულოს გადაწყვეტილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანილი იქნა სამი ობიექტი. გარდა ამისა განხილული და მოწონებული იქნა სამი პროექტი, რომელიც  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მილიონ ნახევარი ლარით დაფინანსდება.

„დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ და საპრივატიზაციო ნუსხაში შევიტანეთ სოფელ სამტრედოში  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 247 მ2 მიწის ნაკვეთი, სოფელ ნახიდურის  ძველი კლუბი და ქალაქ ბოლნისში არსებული კაფე „ორბი“. აღნიშნულ ობიექტებს ვერ ვიყენებდით და გადავწყვიტეთ მათი პრივატიზება, რასაც მხარი დაუჭირა დეპუტატების უმრავლესობამ. ასევე განვიხილეთ ის სამი პროექტი, რომლისთვისაც  ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ  გამოყოფილია მილიონ ნახევარი ლარი, აქედან მილიონ ასი ათასი მოხმარდება თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციას, დანარჩენი თანხით კი გარემონტდება  სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღები“._ აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა.


Share.

Comments are closed.