ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქალაქო ბიბლიოთეკაში ღონისძიება მოეწყო

0

10297556_1446337782278314_8301363673613008087_nბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქალაქო ბიბლიოთეკაში ღონისძიება მოეწყო. ახალგაზრდა პოეტებმა და ბიბლიოთეკის მკითხველებმა ქალაქურ-აშუღური პოეზია წარმოადგინეს.

“დღეს ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში აშუღური პოეზიის საღამო მოვაწყვეთ. გავიხსენეთ იეთიმ  გურჯი, საიათნოვა და გრიშაშვილი, წარმოვადგინეთ მათი შემოქმედება“.– აღნიშნა საქალაქო ბიბლიოთეკის მენეჯერმა ნათელა ზურაბაშვილმა.

კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიებები ბოლნისის თერთმეტივე ბიბლიოთეკაში ჩატარდება და 7 მაისს, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.


Share.

Comments are closed.