ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კვირეული გაიხსნა

0

ბიბლიოტ.კვირ.1კვირეულის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში სოფელ კატერინენფელდის გერმანული თემის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტოები გამოიფინა.

„გვინდა რომ ჩვენი მკითხველი და ბოლნისის საზოგადოება გაეცნოს ამ ისტორიულ ფოტოებს, რომელზეც ასახულია გერმანული თემის კოლექტივები, შენობა-ნაგებობები, ნივთები და ა.შ. ეს ფოტოები ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი და  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ. კვირეულის ფარგლებში ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ ერთ საინტერესო  ღონისძიებას შემოგთავაზებთ, რომელსაც 7 მაისს მოვაწყობთ და ამით დავხურავთ კვირეულს“. –აღნიშნა ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა.

ბიბლ.კვი2 ბიბლ.კვ.4


Share.

Comments are closed.