ბათუმისთვის მზადება იწყება

0

კვირას “შევარდენზე” ქუთაისის “აიას” 18:12 დამარცხების შემდეგ, ორშაბათს გუნდის წევრებს თავისუფალი დღე ჰქონდათ, თუმცა, მათთვის დარბაზი მაინც იყო გამოყოფილი და ვისაც სურვილი ჰქონდა, ივარჯიშა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ “ყოჩები” “ბათუმთან” ანგისაზე შაბათს, 5 აპრილს ითამაშებს. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება და მოგების შემთხვევაში გუნდი ყველანაირი გათვლებით გაინაღდებს საჩემპიონო პლეი ოფში თამაშშ, თუმცა, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი რეგულარული პირველობის ოთხეულში დასრულებაა და სხვა მატჩების შედეგების გათვალისწინებით, ბოლნისელებს ამის შანსი ნამდვილად ექნებათ.
გუნდის სამწვრთნელო შტაბმა უკვე შეადგინა გრაფიკი მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად და ინტენსიური ვარჯიშები ხვალიდან დაიწყება. სამშაბათს, 1 აპრილს, გუნდი “ავჭალის” სტადიონზე შეკრებას საღამოს 6 საათზე დაიწყებს და 7-ის ნახევარზე ვარჯიში დაიწყება, ხოლო ოთხშაბათის ვარჯიში 12 საათზეა დანიშნული.
თუ ხუთშაბათს დილით გუნდი ბათუმში არ გაემგზავრება, მაშინ 6 საათზე ვარჯიში კვლავ “ავჭალის” სტადიონზე დაიწყება, თუ არა და ბიჭები ზღვისპირეთში ივარჯიშებენ. გუნდი ბათუმში ყველაზე გვიან პარასკევს დილით, ავტობუსით გაემგზავრება და საღამოს მატჩის ჩატარების ადგილას კაპიტნის ვარჯიშიც შედგება, შაბათს კი, თამაშია და მოგებათა სერია კიდევ უნდა გაგრძელდეს!

წყარო: http://kochebi.ge/index.php?run=home%2Fnews&news_id=48


Share.

Comments are closed.