არის მეშვიდე და მესამე ადგილი!

0

ბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე აღზევდა. 

ჩვენს კლუბს რეგულარული პირველობის დასკვნით ორ მატჩში უშუალო კონკურენტებთან უწევს თამაში და თუ გამარჯვებათა სერია გააგრძელა, პლეი ოფში პირველი, ან მეორე ადგილით გავა, ეს კი, მას გადამწყვეტი სერიის პირველ ეტაპზე დასვენების საშუალებას მისცემს და წლევანდელი ჩემპიონატის მინიმუმ მესამე ადგილზე დასრულებაც გარანტირებული იქნება.

ეს სამომავლო გათვლებია. მე-16-ე ტურში ბოლნისელები ანგისაზე ადგილობრივ “ბათუმს” დაუპირისპირდნენ და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. უფრო მეტიც, 67-ე წუთისთვის “ყოჩებს” ექვსი უპასუხო ლელო ჰქონდა გატანილი და 41:3 იგებდა, მაგრამ მერე გუნდი მოეშვა და ორი ლელო გაუშვა. ამით რეალურად არაფერი შეცვლილა და გუნდი ზღვისპირეთიდან დაგეგმილი 5 ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

პირველი ლელო მეორე წუთზევე გავიდა და თავი ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც მე-12-ე წუთზე მეორე ლელოც მიითვალა. გუნდის კაპიტანმა თემურ სოხაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მათ შორის კი, ჯარიმაც გაიტანა. 26-ე წუთზე ლელო უკვე ნიკილოზ ჩხიკვაძემ გაიტანა და “ყოჩები” 22:0 დაწინაურდა. სამ წუთში ბათუმელებმა ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირეს, მაგრამ კიდევ სამ წუთში ქვემოქართლელთა ლელო ირაკლი გეგენავამ მიითვალა, სოხაძემ ეს გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ტაიმი 29:3 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდს ოთხი უპასუხო ლელო ჰქონდა გატანილი, მეორე ტაიმი კვლავ აქტიურად დაიწყო და 48-ე წუთზე ლელო დავით ხიდეშელმა გაიტანა. 62-ე წუთზე ბოლნისელი ლევან შენგელია სინბინით დაისაჯა, თუმცა, კაცნაკლულმა “ყოჩებმა” ლელო კვლავ თავად გაიტანა, თავი ისევ ხიდეშელმა გამოიჩინა და სოხაძემ გარდასახვით ანგარიში 41:3 გახადა. ამის შემდეგ სტუმრები მოეშვნენ და “ბათუმმა” ორი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა – 41:17.

კვირას ტურის კიდევ ორ შეხვედრაში “აია” “არმიას” ქუთაისში უმასპინძლებს, ხოლო დედაქალაქურ დერბიში “არმაზი” “ლელოს” ეთამაშება და სწორედ ამ შედეგებზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა “ყოჩები” მესამე ადგილზე. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 12, ან 13 აპრილს “არმიასთან” გამართავს, რომელსაც ამ ეტაპზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, “ყოჩების” მსგავსად 51 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი 

XVI ტური 

5 აპრილი

თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) – ხარები (რუსთავი) 33:17 (14:17)

 

ბათუმი. ანგისა. 100 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) – ყოჩები (ბოლნისი) 17:41 (3:29)

ბათუმი: 15. სვინტრაძე, 14. რუქი, 13. ნინიძე, 12. ხონელიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. ოდიშარია, 9. შამულო; 1. ხოჭოლავა (კელენჯერიძე 45), 2. გიგაშვილი, 3. ბერიძე (აბესლამიძე 73), 4. ნიუვენჰეიზენი (ა. დავითაძე 61), 5. ჰოუვსი, 6. ცირეკიძე, 7. ალიქაძე (კორტავა 57), 8. გუგუშვილი.

2 ლელო: ევგენიძე, გუგუშვილი

2 გარდასახვა: ოდიშარია

1 ჯარიმა: ოდიშარია

1 სინბინი: ჰოუვსი

ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა (კახაბერ მახარაშვილი 72), 13. გიორგი აბდუშელიშვილი (რატი გარუჩავა 52), 12. ლუკა კვარაცხელია, 11. ლევან გოგოლაშვილი (ზურაბ ბაკურაძე 61), 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი (თემურ ჯინჭარაძე 56), 2. დავით ხიდეშელი, 3. გიორგი ხოსიტაშვილი (ლევან შენგელია 42), 4. დავით გრძელიშვილი (გაგა მაისურაძე 74), 5. რატი ურუშაძე, 6. ბექა გუგეშაშვილი (გიორგი ხვისტანი 52), 7. გიორგი ტყეშელიაძე (ხოსიტაშვილი 64-73), 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე (გია ტვილდიანი 56).

6 ლელო: შ. მახარაშვილი (2), ჩხიკვაძე, გეგენავა, ხიდეშელი (2)

4 გარდასახვა: სოხაძე

1 ჯარიმა: სოხაძე

1 სინბინი: შენგელია

 

1. ლოკომოტივი 16 12 0 4 367-280 53

2. არმია 15 10 1 4 410-235 51

3. ყოჩები 16 11 1 4 356-275 51

4. ლელო 15 10 0 5 400-193 50

5. აია 15 10 0 5 323-205 47

6. ჯიქები 17 8 2 7 302-257 43

7. არმაზი 15 8 0 7 255-308 35

8. ხარები 17 4 0 13 214-404 19

9. ბათუმი 16 3 0 13 241-520 15

10. აკადემია 16 1 0 15 184-375 12

 

6 აპრილი

ქუთაისი. “დინამო”. 14:30 საათი

აია (ქუთაისი) – არმია (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16 საათი

არმაზი (თბილისი) – ლელო (თბილისი)

 

წყარო: http://kochebi.ge/index.php?run=home%2Fnews&news_id=52


Share.

Comments are closed.