ანსამბლი „ბოლნელი“ ფილარმონიის დიდ სცენაზე

0

1 (152)ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბოლნელი“ პირველად წარსდგა ფილარმონიის დიდ სცენაზე. „ბოლნელის“ ახალმა თაობამ ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქორეოგრაფიის მოღვაწეთა ეროვნული კავშირის მიერ იყო ორგანიზებული. ფესტივალი ორ ნაწილად ჩატარდა, დღის 12 საათზე და საღამოს 6 საათზე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონების ანსამბლებმა. ფესტივალზე ქვემო ქართლიდან მხოლოდ ანსამბლი „ბოლნელი“ იყო წარმოდგენილი. დასკვნით ნაწილში  „ბოლნელი“ სამი ცეკვით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ღონისძიებაზე ფრიდონ სულაბერიძის დამსახურებაზე და ღვაწლზე ისაუბრეს, ასევე ნაჩვენები იყო ფილმი,  მოცეკვავის განვლილ ცხოვრებაზე. დასკვნითი ღონისძიება აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ გახსნა.

„ანსამბლ „ბოლნელის“ ახალგაზრდა თაობისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო,  მათ შესძლეს შთაბეჭდილების მოხდენა საზოგადოებაზე. პირველად იდგნენ ეს ბავშვები დიდ სცენაზე და ნამდვილად გაართვეს თავი ამ გამოწვევას. ფილარმონიის სცენის მორგება  ბავშვებისთვის ადგილი ნამდვილად არ იყო, დრო სარეპეტიციოდ ცოტა გვქონდა, დიდ სცენაზე დგომა ვიზუალურად თუ შინაარსობრივად პასუხისმგებლობას მოითხოვს. მოცეკვავეების და ქორეოგრაფების მღელვარება და ნერვიულობა გამოწვეული იყო იქიდან, რომ „ბოლნელები“ გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას, რადგან მონაწილეობდნენ იმ ფესტივალში, ვისი სახელობისაცაა ანსამბლი. ეს ყველაფერი ახალმა თაობამ  გაითვალისწინა. იყო პატარა ხარვეზები, თუმცა გამოსწორებადი. ის სისადავე, ხაზი, რომელიც არჩეული აქვს „ბოლნელს“, მისი დაარსებიდან დღემდე, ღირსეულად აგრძელებს ანსამბლი. დიდ სცენაზე გამოსვლით „ბოლნელის“ ახალი თაობა დაიბადა, რომელიც დიდ სიხარულს მოუტანს ბოლნისის საზოგადოებას“. _ აღნიშნა ანსამბლის დამფუძნებელმა კობა ჟღენტმა.

1 (191)

1 (48) 1 (55) 1 (145)


Share.

Comments are closed.