ალექსანდრა ობოლაძის ინიციატივით ბოლნისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

0

საჩუქრების გაფდაცემა სოც.17 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრა ობოლაძის ინიციატივით ბოლნისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ   50 ოჯახს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრად სურსათი გადაეცათ. კულტურის სახლში შეკრებილ სოციალურად დაუცველებს  მცირე კონცერტიც მოუწყვეს.

„დღეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოკრძალებული საჩუქრები გადავეცით, იმედია  მომავალში უფრო მეტს მოვახერხებთ და უმჯობესი იქნება, თუ ამდენი სოციალურად დაუცველი აღარ გვეყოლება. ვულოცავ მათ აღდგომას ბრწყინვალე დღესასწაულს, გახარებასა და ბედნიერებას ვუსურვებ“. _ აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

ლალი ციხელაშვილი,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი:

_ ერთი ქათამი, 2 კგ შაქარი, 20 კვერცხი და ერთი პასკა. ეს ის ჩამონათვალია, რაც სოციალურად  დაუცველ 50 ადამიანს გადავეცით. სულ 750 ოჯახია სოციალურად დაუცველი, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს მეტის საშუალება ნამდვილად  არ ჰქონდა, სამწუხაროდ ყველას ვერ გასწვდა ბიუჯეტი.   მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველა ადამიანს და უფლის წყალობა ვუსურვო.

ქეთევან კენჭოშვილი, სოციალურად დაუცველი:

_ დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის. ძალიან წაგვადგება ეს საჩუქრები. გილოცავთ აღდგომას, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. დიდი მადლობა გამგებელს, რომ არ დავავიწყდით.

საჩუქრების გადაცემა სოც.4 საჩუქრების გადაცემა სოც3 საჩუქრების გადაცემა სოციალ.1


Share.

Comments are closed.