ალექსანდრა ობოლაძემ ბაგა-ბაღები მოინახულა

0

ბარები514 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსთან ლელა გოგმაჩაძესთან ერთად სოფლების ბალიჭის, რატევნის, ქვეშისა და ტანძიის ბაგა-ბაღები მოინახულა.  ალექსანდრა ობოლაძე ადგილზე გაეცნო ბაღებში არსებულ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად აღუთქვა დახმარება, თუმცა გასულ წელს ბაგა-ბაღები ახალი ინვენტარით, სათამაშოების კომპლექტებით, სამზარეულოს მოწყობილობებითა და უამრავი წვრილმანით აღიჭურვა. მიუხედავად ამისა,  მაინც უამრავი პრობლემა დგას, ქვეშისა და ტანძიის ბაღები სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს, გამოსაცვლელია იატაკი, დაბზარულია კედლები, შესაცვლელია ელექტროგაყვანილობა და ა.შ. სოფელ ბალიჭის ბაღში რამდენიმე თვეში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა.

„სურსათის უვნებლობის სამსახურმა გასულ წელს მოგვცა მითითებები, რომელიც უნდა გამოსწორებულიყო იანვრის თვემდე. ჩვენ შეძლებისდაგვარად აღმოვფხვერით ნაკლოვანებები, ამჟამადაც  სურსათის უვნებლობის სააგენტო მორიგ მონიტორინგს ახორციელებს. დღეს ვესტუმრეთ ქვეშის, ბალიჭის, რატევნისა და ტანძიის ბაღებს, სადაც მიუხედავად გარკვეული დახმარებისა, მაინც მძიმე მდგომარეობაა. წლევანდელი ბიუჯეტი ითვალისწინებს რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 ბაგა-ბაღის სრულ რეაბილიტაციას, ესენია კაზრეთისა და ბალიჭის ბაღები. ბალიჭის ბაღი დღეს მოვინახულეთ. რაც შეეხება ტანძიისა და ქვეშის ბაგა-ბაღებს ვეცდებით, რომ მომავალი წლისთვის იქნეს გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევთ ბავშვებს ყოფნა. არც რატევნის ბაღშია სახარბიელო მდგომარეობა, უამრავი პრობლემაა აქაც, რა თქმა უნდა ერთბაშად ყველაფერი ვერ გაკეთდება, მაგრამ მეთვალყურეობის ქვეშ გვეყოლება ყველა ბაღი, რათა არაფერი გამოგვეპაროს“. _ აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

ბარები3 ბარები7 ბარები8 ბარები9 ბარები10

ბარები1 ბარები2


Share.

Comments are closed.