აზერბაიჯანელი საჯარო მოხელეები სახელმწიფო ენის საბაზისო კურსს გაივლიან

0

დღეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოვალეობის შემსრულებელი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების სპეციალისტებს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამის შესახებ, რომელსაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს, სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ბოლნისიდან თორმეტი აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანი სწავლას 14 აპრილიდან დაიწყებს. პროგრამის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს სახელმწიფო ენის საფუძვლები, შეძლოს კომუნიკაცია ქართულ ენაზე, ქართულად წერა-კითხვა, ელემენტარული მარტივი ტექსტების ადეკვატურად გაგება, მარტივი დოკუმენტაციის შედგენა.  მსმენელებად ის პირები მიიღებიან, რომლებიც დასაქმებული არიან საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. სასწავლო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება. 1. სახელმწიფო ენის სწავლების საბაზისო პროგრამა, რომელიც ჩატარდება ბოლნისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში. 2. სახელმწიფო მმართველობის პროგრამა, რომელიც ჩატარდება ქუთაისის სასწავლო ცენტრში.


Share.

Comments are closed.