RMG Gold-ი ბოლნისში ახალ თანამედროვე ტიპის არქეოლოგიურ მუზეუმს გააკეთებს

0

RMG Gold-ი ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთი წლის განმავლობაში ახალ თანამედროვე ტიპის არქეოლოგიურ მუზეუმს გააკეთებს, ასევე ფინანსურად და ტექნიკურად ქვემო ქართლის რეგიონის არქეოლოგიური რუკის შედგენას უზრუნველყოფს. 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში, რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და შპს “RMG Gold”-ს შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით გაფორმდა, კომპანიის თხოვნით, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებული საკითხიც შევიდა, კერძოდ შეიქმნება არქეოლოგებისა და ინჟინერ-გეოლოგებისგან შემდგარი საერთაშორისო დამკვირვებლების დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც კომპანია RMG-ის მიერ, საყდრის ყაჩაღიანის უბანზე წარმოებული მიწის სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს. კომპანია კი თავის მხრივ, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ხელს შეუწყობს საერთაშორისო მონიტორინგს და მის სრულყოფილ განხორციელებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ანთიძემ და შპს “RMG Gold”-ის კომერციულმა დირექტორმა, სოსო ცაბაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია RMG Gold-ი სააგენტოს ზედამხედველობით პირიქითა ხევსურეთის, არხოტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა-აღწერა-პასპორტიზაციას და შემდგომ მათი კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს.

 

Share.

Comments are closed.