6 მარტიდან მინი ფეხბურთის ტურნირი იწყება

0

6 მარტიდან სტარტს აიღებს ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციების, სოფლებისა და ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა უბნების გუნდები. ტურნირის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექცია.

მინი-ფეხბურთის კალენდარი ასე გამოიყურება:

6 მარტი

  1. ფალიაშვილი ქუჩის გუნდი _  სს “ენერგო-პრო ჯორჯია” ბოლნისი ოფისის გუნდი. 14-00 სთ
  2. ღვინის ქარხანა _ სპორტ კომპლექსი.  15-00.

7 მარტი

  1. აკაურთის თემის გუნდი _ ბოლნისის ცენტრი (ცენტრალური ქუჩების გუნდი).  14-00 სთ.
  2. ტაშკენტი (ე.წ ხუთიანების უბანი) _ სახანძრო სამსახური.  15-00 სთ.

10 მარტი

  1. დაბა თამარისი _ ჯორჯია (აკაურთის მეღორეობის კომპლექსი).  14-00 სთ
  2. საპარაშუტო  (სამხედრო ნაწილის გუნდი)_ გამგეობა (ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდი).  15-00 სთ

11 მარტი

  1. სოფელი ნახიდური _ სამხედრო კომისარიატი. 14-00 სთ
  2. სოფელი რატევანი ისვენებს.

ფინალი გაიმართება 21 მარტს. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და დიპლომებით: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი. ასევე გათამაშდება სახელობითი პრიზები. თამაზ სტეფანიას სახელობის პრიზი – „საუკეთესო მეკარე“, ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის პრიზი – „საუკეთესო თავდამსხმელი“, ვახტანგ უგრეხელიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო მცველი“. მურმან ჯაფარიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო ნახევარმცველი“, ბადრი უგულავას სახელობის პრიზი – „ბომბარდირი“.

შეხვედრები გაიმართება ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და კულტურისა და დასვენების პარკის მინი სტადიონებზე.


Share.

Comments are closed.