25 მარტიდან კომპანია RMG-ის გაფიცული თანამშრომლების უმეტესობა სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება

0

DSC_092425 მარტიდან კომპანია RMG-ის გაფიცული თანამშრომლების უმეტესობა სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება. მორიგი შეხვედრა კომპანია RMG-ის ადმინისტრაციას, საგაფიცვო კომიტეტის 6 წევრიან ჯგუფსა და მედიატორს შორის, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრაზე საგაფიცვო კომიტეტის ხუთმა წევრმა ხელი მოაწერა აქტს – დასრულდეს აქციები და მუშები დაბრუნდნენ სამსახურში. მუშების მოთხოვნა: ხელფასების ზრდა, გათავისუფლებული მუშების სრულად აღდგენა ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა ხელმძღვანელობამ. თავის მხრივ ადმინისტრაცია, 80 გათავისუფლებული მუშის სამსახურში აღდგენას, შრომითი პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას  დაჰპირდა. ასევე აპრილის თვიდან მოხდება დაბალხელფასიანი თანამშრომლებისთვის ხელფასების 15% -იანი ზრდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმო კრიზისულ მდგომარეობას დასძლევს, წლის ბოლოსთვის ხელფასების ზრდის საკითხიც დადგება. ასევე შეიქმნება კომისია, რომელიც სამუშაო ადგილების გამოჩენისთანავე აღადგენს შემცირებულ 57 მუშას. მუშების ნაწილი სამსახურში დაბრუნებას აპირებს, ნაწილი კი, რომელიც აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება  აგრძელებს პროტესტს.


Share.

Comments are closed.