სპეციალისტი რჩევა

გაზაფხულის დადგომასთან ერთად აუცილებელია თესლოვანი თუ კურკოვანი ხეხილის მოვლა-წამლობა, რომლის დროულად და სწორად განხორციელებაც აუცილებლად აისახება მოსავლიანობაზე.

„პირველ რიგში ბაღებში მოაგროვეთ გამხმარი ფოთლები, ტოტები, ნაყოფები. ხის ზრო ანუ ტანი ჩამოფხიკეთ, კარგად მოაშორეთ  ხის ტოტებიდან წებო, ჩამოყარეთ შერჩენილი ნაყოფები და დაწვით. ამ სამუშაოებით თქვენ მოსპობთ ინფექციებს, სოკოვან, ვირუსულ, მავნებლურ მოზამთრე ფაზებს. შემდეგ კი კვირტების გაღვიძებამდე ადრე გაზაფხულზე აუცილებელია ხეხილის წამლობა. 3%-იანი 300 გრ. ბორდოული სითხე გახსენით 10  ლიტრ წყალში და დაუმატეთ ინსექტიციდი ანუ მავნებლის საწინააღმდეგო საშუალებები: 02%-იანი დურსბანი, B-58, ზოლონი   და ა.შ. ამ წამლობით შეგვიძლია ხეხილს  ერთდროულად მოვაშოროთ სხვადასხვა სახეობის მავნებლები. ეს წამლობები ნამდვილად არ არის საშიში თუ დაცული იქნება დოზირება და წამლობის პერიოდები. თქვენს მიერ მიღებულ მოსავალში არ იქნება დარჩენილი არანაირი სასუქისა და შხამ-ქიმიკატების შემცველობა.  რაც შეეხება ხის ზროს ანუ ტანის ჩამოფხეკით და მისი კირით შეღებვით თქვენ დიდ აგროტექნიკურ ბრძოლის ღონისძიებას ჩაატარებთ. ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დროულად და სწორად ჩატარებით  შეძლებთ თქვენს ბაღებში მოიყვანოთ როგორც ბალი და ალუბალი, ასევე ატამი, გარგარი და  ა.შ.“ _ გირჩევთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვ. ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის სპეციალისტი ლია ბეჟანიშვილი.

მომდევნო წამლობებისა თუ საჭირო ღონისძიებების ჩასატარებლად ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ზემოთ აღნიშნული სამსახურის სპეციალისტს  ტელ. 591 91 48 55.


Share.

Comments are closed.