“ყოჩებს” “ხარებთან” მოგება ჩაეთვალა და ორი მორაგბე გამოაკლდა

0

20 მარტს რუსთავში “ხარებთან” 50-ე წუთზე შეწყვეტილი მატჩის შემდეგ, რომელსაც ბოლნისის “ყოჩები” პირველი ტაიმის შემდეგ 13:3 იგებდა, დღეს სადისციპლინო კომისიის სხდომა გაიმართა.

საერთო გადაწყვეტილებით, ჩვენს კლუბს ზემოთნახსენებ მატჩში მოგება ჩაეთვალა და სატირნირო ცხრილში 4 ქულა მიითვალა, მაგრამ ვიდეოჩანაწერის გარჩევის შემდეგ, “ყოჩების” ორი მორაგბე დაისაჯა. მეორეხაზელ დავით გრძელიშვილს, ჩხუბის პროვოცირების გამო ორი კვირით, ხოლო შუამარბ გიორგი ხარშილაძეს მეტოქისთვის შეგნებულად ტრავმის მიყენების მცდელობისთვისთვის ოთხკვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. გარდა ამისა, კლუბს ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა მოუწევს.

გთავაზობთ სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმს:

საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარემ  მ.თავზარაშვილმა, კომისიის წევრების: ე. ნაჭყებიას, ლ. თავართქილაძის  ი.ჩიქავას და ვ. სამხარაძის მონაწილეობით მ/წლის 25 მარტს შევადგინეთ ოქმი შემდეგზე:

სადისციპლინო კომისიამ ზემოაღნიშნული შემადგენლობით განიხილა სრკ საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის ნ. მამრიკიშვილის მომართვა, მატჩის მეთვალყურის გ. ქერაშვილის ოქმი და მოწოდებული ვიდეომასალა.

                                                              გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ამა წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩი, რუსთავის „ხარები“-სა და ბოლნისის „ყოჩები“-ს შორის. მატჩის მეთვალყურის გ. ქერაშილის ოქმის და მოწოდებული ვიდეომასალის მიხედვით, გამოირკვა: მატჩის მეორე ნახევარში მომხდარი გუნდური ჩხუბის შემდეგ, კლუბ რუსთავის „ხარები“-ს მწვრთნელმა გუნდი გაიყვანა მოედნიდან, რის გამოც მატჩი ჩაიშალა. ვიდეომასალის განხილვისას გამოვლინდა შემდეგი დისციპლინარული დარღვევები:

                                                                 რუსთავის „ხარები“:

1. გიორგი ხაბაშვილი(№4) – კონფლიქტის პროვოცირება.

2. გიორგი ნათელაშვილი(№23) – მეტოქისთვის შეგნებულად ტრამვის მიყენების მცდელობა.

                                                                  ბოლნისის „ყოჩები“:

1. დავით გრძელიშვილი(№5) – კონფლიქტის პროვოცირება.

2. გიორგი ხარშილაძე(№12) – მეტოქისთვის შეგნებულად ტრამვის მიყენების მცდელობა.

სრკ სადისციპლინო კომისიამ  იხელმძღვანელა სრკ  სადისციპლინო კოდექსის  1.12,  2.5 და 2.6 პუნქტებით

                                                                              დ  ა  ა  დ  გ  ი  ნ  ა

1. კლუბ  რუსთავის “ხარები“-ს ჩაეთვალოს წაგება და  დაჯარიმდეს 2000 (ორი ათასი) ლარით.

2. კლუბ რუსთავის “ხარები“-ს  მორაგბე გ.ხაბაშვილი (№4) დისკვალიფიცირებული იქნას 2 (ორი) სათამაშო კვირით.

3. კლუბ რუსთავის „“ხარები“-ს  მორაგბე გ. ნათელაშვილი (№23) დისკვალიფიცირებული იქნას 4 (ოთხი) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 400 (ოთხასი) ლარით.

4. კლუბ ბოლნისის „ყოჩები“-ს მორაგბე დ. გრძელიშვილი (№5) დისკვალიფიცირებული იქნას 2 (ორი) სათამაშო კვირით.

5. კლუბ ბოლნისის „ყოჩები“-ს მორაგბე გ. ხარშილაძე (№12) დისკვალიფიცირებული იქნას 4 (ოთხი) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 400 (ოთხასი) ლარით.

6. საჯარიმო თანხის გადახდის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 25 აპრილამდე.

7. საჯარიმო თანხის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კლუბების რუსთავის „ხარები“-ს და ბოლნისის „ყოჩები“-ს მიმართ, ამოქმედებული იქნება სრკ-ს სადისციპლინო კოდექსის 3.5–ე  მუხლი.

წყარო: http://kochebi.ge/index.php?run=home/news&news_id=44


Share.

Comments are closed.