„ყოჩებმა” „აია” 18-12 დაამარცხა

0

ბოლნისის „ყოჩებმა” ქუთაისის ,,აიას” რევანში აუღო. დღეს საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გაიმართა თბილისის ,,შევარდენის” სტადიონზე. ,,ყოჩებმა” ქუთათურები 18-12 დაამარცხა და ოთხეულისთვის ბრძოლის რეალური შანსი მიიღო. უფრო მეტიც, როგორც თემურ გაფრინდაშვილი აცხადებს „ყოჩებს” შანსი აქვს ფინალში მოხვდეს და ამისათვის გუნდი მაქსიმალურად დაიხარჯება. შემდეგ თამაშს ,,ყოჩები” ბათუმის ,,ბათუმთან” ჩაატარებს.
,,თამაში იყო ძალიან დაძბული. ქუთაისის ,,აია ” არის უძლიერესი გუნდი და ყოველთვის ახერხებს ელიტაში იყოს და ხშირად არის პირველ ოთხეულში. დღესაც ერთ-ერთი სერიოზული გუნდი ჰყავს. მიუხედავად ამისა, სატურნირო მდგომარეობით, ჩვენი მონდომებითა და მუშაობით შევძელით და ,,აიას” პირველ ტაიმი პირწმინდათ 15-0 მოვუგეთ. არანაირი შანსი არ ჰქონდა მეტოქეს, რომ თუნდაც ერთი პატარა ჯარიმით მოეპოვებინა 3 ქულა მაინც.
მეორე ტაიმი ჩვენთვის არასასურველად წარიმართა, იქიდან გამომდინარე, რომ ქარის პირისპირ ვიყავით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა ის ტაქტიკური მონახაზი, რომელიც მწვრთნელებმა მისცეს ბიჭებს, პირწმინდად შეასრულეს და გაიმარჯვეს კიდეც.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას- მე-4-მე-5 ადგილს ვიყოფთ ,,აიასთან”. ,,აიამ” პრემიალური ქულა აიღო და ერთი ქულით გვისწრებს, მაგრამ დარჩენილია კიდევ 3 სათამაშო ტური და როგორ შეიცვლება მდგომარეობა კიდევ არავინ იცის. ჩვენ მხოლოდ ერთი განწყობა გვაქვს, ყველა თამაშის მოგება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ ჩვენ გვქონდა პროგრამა მაქსიმუმი ფლეი ოფში გასვლა, როგორც იტყვიან ,,მადა ჭამაში მოდისო”, არის შესაძლებლობა, პოტენციალი და მიზანი, რომ პირველ ოთხეულში დავმკვიდრდეთ. თუ პირველ-მეორეზე გავედით საერთოდ იდეალური იქნება.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ყველას ვინც გვერდით გვიდგას და ერთადერთი სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს ჩვენს თამაშებზე, იმიტომ რომ არ გაგაწბილებთ, პირიქით, ჩვენი შედეგებით ყოველთვის თავაწეული ივლით”,- განაცხადა კლუბი ბოლნისი ,,ყოჩების” დირექტორმა თემურ გაფრინდაშვილმა.

თამარ ხოფერია


Share.

Comments are closed.