“ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე” მუშაობა დასრულებულია

0

cloud1იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  “ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე” მუშაობა დაასრულა. ღრუბლოვანი ტექნოლოგიის შესაქმნელად სააგენტომ  სახელმწიფო უწყებებს შორის პირველმა გამოიყენა ღია ტექნოლოგიები (open source), რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის  სერვერული მომსახურების მარტივად და სწრაფად მიწოდებას.

საჯარო რეესტრმა „ღრუბელზე“  მუშაობა 2013 წელის აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე სააგენტოში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურიდან მიგრაცია „ღრუბლის“-ის ინფრასტრუქტურაში ხდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მონაცემთა შენახვის სიტემის ფასს   და უზრუნველყოფს ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ოპერატიულად მიიღოს სწრაფი და მოქნილი სერვერული მომსახურება.

ისეთი მოცულობითი ინფორმაცია, როგორიცაა საჯარო რეესტრის გეოინფორმაციული სისტემები, ელექტრონული რუკები, უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის ელ. პროგრამები, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროსა და ეროვნული არქივის ელექტრონული მონაცემები, უკვე   სააგენტოს „ღრუბელში“  ინახება და მისი მართვაც სწორედ ამ ღრუბლოვანი ტექნოლოგიების საშუალებით ხდება.

სააგენტო უკვე მზად არის  ახალი სერვისი შესთავაზოს სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებსაც,  რომლებსაც  ინფორმაციის „ღრუბლებში“ გადატანით ექნებათ გარანტია, რომ არ მოხდება ამ  ინფორმაციის დაკარგვა ან დაზიანება. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ  ტექნიკური ინფრასტრუქტურის მართვას  ნებისმიერი იმ ადგილიდან, სადაც კი ინტერნეტთან წვდომა იქნება.

პროექტში ჩართვით,   ორგანიზაციებს აღარ დასჭირდებათ  სერვერების  შეძენა,  ფუნქციონირებისათვის გამართული გარემოს შექმნა, უწყვეტი ელექტროენერგიის, გაგრილების სისტემის, აპარატურის თავსებადობის და სხვა საკითხების მოწესრიგება, დამატებითი ტექნიკური პერსონალის გამოყოფა სერვერების ექსპლუატაციისთვის და ა.შ.,  რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მათ ფინანსურ დანახარჯებს და ახალი პროექტების გაშვების დროს მინიმუმამდე დაიყვანს.

პროექტში ჩართული ორგანიზაციების  IT ინფრასტრუქტურა, იქნება „ღრუბლებში“  მოწყობილი და  მის  მხარდაჭერას უზრუნველყოფს  საჯარო რეესტრი.

მომსახურებისათვის ორგანიზაციები ყოველთვიურად ზუსტად იმდენს გადაიხდიან, რა მოცულობასაც გამოიყენებენ ვირტუალურ სერვერზე.

აღნიშნული პროექტი,  ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე, საჯარო რეესტრის IT დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა. სააგენტო  სისტემის უსაფრთხოებას მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს.

წლის განმავლობაში  საჯარო რეესტრი გეგმავს პროდუქტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, დაგეგმიალია პრეზენტაციები  და სემინარები სხვადასხვა უწყებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.

 

ინფორმაციისთვის:

„ღრუბელი” ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიების ვირტუალური და ფიზიკური ინფრასტრუქტურული რესურსების კონსოლიდაცია მართვის  ერთ ინტერფეისში.

ეს არის  შესაძლებლობა,  რომელიც სერვერული აპარატურის ფიზიკური ელემენტის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად, რესურსებს  ან იგივე სისტემებს გადააწყობს სხვა ფიზიკურ პლატფორმაზე  ისე,  რომ აპლიკაციების მუშაობაში არ მოხდეს შეფერხება; ასევე, ადმინისტრატორის ჩარევის გარეშე,  შესაძლებელია შეფერხება  მინიმალურ დროში იქნას აღმოფხვრილი.

ღრუბლოვანი გამოთვლები ნიშნავს ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გამოთვლებს, სადაც სხვადასხვა სერვისები, როგორიცაა სერვერული ინფრასტრუქტურა, სანახი სისტემები და აპლიკაციები,  მომხმარებლებს ინტერნეტის მეშვეობით მიეწოდებათ.

ორგანიზაციებს, რომელთაც არა აქვთ განვითარებული  IT სისტემები, საწყისი კაპიტალი, არ ჰყავთ კვალიფიციური კადრები და არა აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ძვირადღირებული აპარატურა, „ღრუბელი“ (cloud) აძლევს საშუალებას  ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ოპერატიულად მიიღოს სწრაფი და მოქნილი სერვერული მომსახურება.


Share.

Comments are closed.