მორიგი მოგება ჩაითვალა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა, გოგონებმა დღეს 3:2 მოუგეს ჯიხაიშის გუნდს. ბოლნისელების ხვალინდელი მეტოქე თბილისის ეროვნული ნაკრები გუნდი იქნება.
ბოლნისელი ფრენბურთელები მეორე დღეა ბათუმში, დიდებს შორის საქართველოს უმაღლეს ლიგაზე ასპარეზობენ. ტურნირში მონაწილეობას 6 გუნდი იღებს: ქუთაისის, თბილისის ეროვნული ნაკრები, თბილისის ოლიმპიური ნაკრები, ბათუმის, დიდი ჯიხაიშის და ბოლნისის. პირველი თამაში ბოლნისსა და ქუთაისს შორის გაიმართა, რომელიც ჩვენი გოგონების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.