უფასო გამოკვლევების აქცია გადაიდო

0

სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“  უფასო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს. აქციის ფარგლებში ბოლნისის მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს გაუწევენ ცენტრის სახელოვანი ექიმები: ანგიოქირურგი, გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, კარდიოლოგი,თერაპევტი, ნევროპათოლოგი. საჭიროების შემთხვევაში  ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური, ოფთალმოსკოპიურიდა ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევები. მაქსიმალური დახმარება გაეწევათ იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ესაჭიროებათ ქირურგიული, გინეკოლოგიური, უროლოგიური, ტრავმატოლოგიური ოპერაციული ჩარევები. ადგილზევე იქნება შესაძლებელი გამზადდეს ანგარიშ–ფაქტურა, კალკულაცია და ფორმა #100 და მაქსიმალურად

 

მოკლე ვადებში, სრულიად უფასოდან, მინიმალური თანაგადახდით გაეწიოთ მაღალკვალიფიციურ ქირურგიული მომსახურება როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიულად( კლინიკაში ფუნქციონირებს ლაპარასკოპიული ქირურგიული აპარატი „OLIMPUS”-ის 2013 წლის უახლესი მოდელი “VICERA PRO”!, რომლის ანალოგიც სხვა კლინიკებში არ მოიძებნება).

აქცია ჩატარდება „ბოლნისის წითელი ჯვრის ხანდაზმულთა დღის ცენტრში“. აღსანიშნავია, რომ აქცია ტარდება მთლიანად ბოლნისის მოსახლეობისათვის ( 18 წლის ზემოთ) და არა ხანდაზმულთა პანსიონის ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც მსგავსი ტიპის გამოკვლევები, მათი ხელმძღვანელის გადმოცემით, უკვე ჩაუტარდათ.

აქცია დაანონსებული იყო 21 მარტისთვის, მაგრამ ერთი კვირით გადაიდო, ზუსტ თარიღს bolnisi.ge წინასწარ შეგატყობინებთ.


Share.

Comments are closed.