ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა“

0

ტრენინგი ბაღშირატევნის ქალთა საბჭომ, რომელიც არსებობს “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) პროექტის ფარგლებში,დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში  ჩაატარა ტრენინგი  თემაზე “პროექტის წერა”. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც საბავშვო ბაღის თანამშრომლები, ასევე რიგითი კაზრეთელი ქალბატონები. როგორც პროექტის კოორდინატორმა და ტრენერმა, ნონა მარტიაშვილმა განაცხადა: „პირველი არ არის ასეთი ტიპის ურთიერთობა კაზრეთელ ქალბატონებთან, სწორედ წინა შეხვედრის დროს გამოთქვეს  სურვილი პროექტის წერის შესწავლასთან დაკავშირებით. რატევნის ქალთა საბჭო გეგმავს კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ქალბატონებთან“.

ნათია მოსეშვილი,  დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის მეთოდისტი:

_ დღევანდელი ტრენინგის  მიზანი იყო გვესწავლა პროექტის წერა, რაც აუცილებელი პირობაა თანამედროვე ადამიანის საქმიანობისთვის. მოხარულები ვიქნებით თუ ასეთი სახის ტრენინგები ხშირად ჩატარდება.


Share.

Comments are closed.