სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში მკლავჭიდის ტურნირი გაიმართა

0

23 მარტს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დარბაზში ჩატარდა ტურნირი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღეს 15-18 წლამდე ასაკის ვაჟებმა. ტურნირი ჩატარდა 60-70-80 კგ წონით კატეგორიებში.

60 კგ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

I ადგილი _ ნიკა ორთოიძე _ პირველი საჯარო სკოლა;

II ადგილი _ მიშიკო რეხვიაშვილი _ პირველი საჯარო სკოლა;

III ადგილი _ ნიკა ბერიანი _ ტანძიის საჯარო სკოლა;

70 კგ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

I ადგილი_ გიორგი ქურდიანი _ მეხუთე საჯარო სკოლა;

II ადგილი _ მიშიკო საყვარელიძე _ პირველი საჯარო სკოლა;

III ადგილი ზვიად ავქოფაშვილი _ პირველი საჯარო სკოლა.

80 კგ წონით კატეგორიაში  საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

I ადგილი _ ვახტანგ ლაბაძე _ რატევნის საჯარო სკოლა;

II ადგილი _ გიორგი ოგანეზოვი _ კაზრეთის პირველი საჯარო სკოლა;

III ადგილი _ გიორგი დადვანი _ ტანძიის საჯარო სკოლა.

პირველი ადგილის მფლობელები დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით, II, III ადგილებზე გასულები კი სიგელებით.

„ბავშვებმა კარგად იასპარეზეს, გარდა საპრიზო ადგილებისა გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდებიც, პირველი, რატევნის და მეხუთე საჯარო სკოლების გუნდები, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ“._ აღნიშნა bolnisi.ge-თან  მწვრთნელმა ირაკლი მახაშვილმა.

Share.

Leave A Reply