სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში მკლავჭიდის ტურნირი გაიმართება

0

DSC_0037o

23 მარტს, 12 საათზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დარბაზში ჩატარდება ტურნირი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 15-დან 18 წლამდე ასაკის ვაჟები. ტურნირი მიზნად ისახავს მკლავჭიდის პოპულარიზაციას და საუკეთესო მკლავჭიდელის გამოვლენას, რომლის ჩატარებასაც ხელმძღვანელობს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექცია. ტურნირი ჩატარდება მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის დადგენილი წესების დაცვით, სადაც 60-70-86 კგ. წონით კატეგორიები მიიღებენ მონაწილეობას.  I ადგილზე გასული მიიღებს ფასიან საჩუქარს, II-III  საპრიზო ადგილების მფლობელებს კი სიგელები გადაეცემათ. ტურნირის მსაჯი იქნება მწვრთნელი  ირაკლი მახაშვილი.

 


Share.

Comments are closed.