სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

დღეს კიდევ სამ სოფელში შედგა მოსახლეობასთან შეხვედრა პრიორიტეტების გამოსავლენად. სოფელ ფოცხვერიანის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან ერთდ სოფელ იწრიაში გადაინაცვლა და ადგილობრივებს გაესაუბრა. მიმდინარე წელს სოფელმა უპირატესობა ორად გაყოფილი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას მიანიჭა. 
სოფელ ძეძვნარიანში კი მოსახლეობას ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს. ახალგაზრდობა რიტუალების სახლის მშენებლობას ითხოვს, ასაკოვანი მაცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ სოფელში სასმელი წყალი არასაკმარისად მოდის და ამ საკითხის მოგვარებას ითხოვენ.
ბოლო სოფელი, რომელიც დღეს ინფრასტურქტურის სამსახურის უფროსმა მოინახულა, სოფელი აკაურთა იყო. გასულ წელს სოფელში რიტუალების სახლის მშენებლობა დაიწყო. გაკეთდა კარკასი და ერთი ნაწილი ამოშენდა. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით კი, მაცხოვრებლები სარიტუალო დარბაზის დასრულებას ითხოვენ. ასევე მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნაა ეკლესიამდე მისასვლელი გზის დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტება მოხდეს. კრებაზე შეკრებილი მაცხოვრებლები ასევე, სასმელი წყლის უკმარისობას უჩივიან.
,,კიდევ სამ სოფელში ვიყავით და შევხვდით მაცხოვრებლებს. ჩავატარებთ კრებები და ყველა ის საკითხი , რომელიც ჩავინიშნეთ პრიორიტეტების განსაზღვრის მომენტში გათვალისწინებული იქნება. ვინაიდან ეს არის მოსახლეობის ინტერესებზე გათვლილი პროექტი და მათი აზრი მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

 


Share.

Comments are closed.