სოფლის კრება დაბა კაზრეთის ტერიტორიულ თემში ჩატარდა

0

დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფლის კრება დაბა კაზრეთის ტერიტორიულ თემში ჩატარდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დაბა ბალიჭის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა ის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს, რის მოგვარებასაც ითხოვენ. სოფელში 285 ოჯახი ცხოვრობს, ნაწილი ყარაბულახის სასმელი წყლით მარაგდება, ნაწილი კი უწყლოდ არის დარჩენილი, მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს. გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სასმელი წყლის ჭაბურღილი დამონტაჟდა, მოსახლეობა შეჯერდა, რომ ამჯერად  დაქსელვა მოხდეს. ადგილობრივებმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან სხვა  საკითხების მოგვარებაც ითხოვეს. პრობლემას სოფელში სარწყავი არხის არქონა ქმნის.  ადგილობრივები გარე განათების მონტაჟსაც ითხოვენ. ბალიჭის შემდეგ კრების ოქმი დაბა კაზრეთში შედგა. მოსახლეობამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, დაბაში წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 136 ათასი ლარი გამოიყო. დაბაში ითხოვენ კორპუსების წინ ტერიტორიის მოასფალტებას, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, გზებზე სანიაღვრეების დამონტაჟებას. მოსახლეობამ  წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პრიორიტეტად დაასახელა გზის სარწყავი მანქანის შეძენა და  დაბაში არსებული სკვერების რეაბილიტაცია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ პრობლემებს, მოსახლეობასთან საუბრით ვჯერდებით პრიორიტეტებზე, რამდენიმე სოფელი დაგვრჩა, სადაც მივალთ და პირადად მოვისმენთ ყველა იმ საკითხს, რაც მათ აწუხებთ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვეცდებით პირველ ეტაპზე მათთვის ყველაზე პრობლემატური საკითხები მოგვარდეს“- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.