„სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამა უმჯობესდება

0

2014 წლის თებერვლიდან სოფლის ექიმებსა და ექთნებთან სოციალური მომსახურების სააგენტო პირდაპირ კონტრაქტს დებს, აღნიშნული პროცესი აპრილის თვეში დასრულდება.

პირველი მაისიდან სოფლის ექიმებს საკუთარი ანაზღაურებიდან ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ, სამინისტრო მათ სამედიცინო დოკუმენტაციას თავად მიაწვდის: ფორმა 100, ამბულატორიული ბარათი, რეცეპტი, ლაბორატორიული გამოკვლევების, პაციენტის რეგისტრაციისა და ბინაზე გამოძახების ჟურნალები.  ასევე სამინისტრო შეისყიდის ექიმის ჩანთას და უზრუნველყოფს განახლებისათვის შესაბამისი მედიკამენტების შეღავათიან ფასში მიწოდებას. სერგეენკოს უწყებაში ამბობენ, რომ ამით ექიმის მიერ ჩანთაზე გასაწევი ხარჯი 50 % -ით შემცირდება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაიხვეწება ანგარიშგებისა და მონიტორინგის მექანიზმები. ასევე მუშავდება სოფლის ექიმების დამატებითი ფინანსური მოტივაციის სქემები.

ქვეყნის მასშტაბით შენდება 81 ამბულატორია, სადაც კომუნალურ გადასახადებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს.

 


Share.

Comments are closed.