სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში

0

IMG_0806 არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალი და სამყარო“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც გერმანულ ქალთა ფონდ Filia-ს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის „ქალები დემოკრატიული მმართველობისთვის“ მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტის ფარგლებში გასვლით შეხვედრებს აწყობს, ხვდება ქალებს, აცნობს თვითმმართველი ორგანოს როლს, ფუნქციას და მიზნებს, მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლები ატარებენ ტრენინგებს, აცნობენ თვითმმართველობის ახალ კანონს.

„შეხვედრები უკვე გვქონდა სოფელ რატევანში, ქვ. ბოლნისში, სოფელ ბოლნისში, დაბა თამარისში და ნახიდურში, შევხვდით ქალებს და მოვუწოდეთ რომ აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიმდინარე პროცესებში, მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში, რადგან  სოფელში არსებული პრობლემები მათზე ყველაზე მეტად აისახება. ვიკვლევთ  სოფლის პრობლემებს და ვაცნობთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გვქონდა შემთხვევა რომ ჩვენი შუამდგომლობით პრობლემები მოგვარებულა. რამდენიმე აქტიური ქალიც აღმოვაჩინეთ. გვინდა მათი წარმოჩენა, თუმცა ქალების უმეტესობას მაინც მიაჩნია, რომ პოლიტიკაში მამაკაცები უნდა იყვნენ ჩართულნი. ტრენინგებით ეცნობიან  თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“. _ აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და სამყაროს“ ხელმძღვანელმა მარინა ბჟალავამ.

IMG_0849IMG_0850

IMG_0893

Share.

Comments are closed.